ღვინის ძიება ჭეშმარიტების ძიებას ჰგავს, ის ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა, არავინ იცის, ვინ გაჩნდა პირველი ქართველი კაცი თუ ველური ვაზი, არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება, მასთან მეგობრობა, მისი სიყვარული. ერთი რამ ცხადია, არ არსებობს ქართველი ვაზის გარეშე. ვაზი ქართველი კაცის ხელს მოჰყვა, მოშინაურდა, მასთან გაიხარა, მასთან ერთად გაიზარდა და გაივსო. საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა.
ამიტომაც გადიდოსტატდნენ ქართველები ღვინის კეთებით.
საქართველოში ბევრი კუთხეა ვაზის ჯიშებით, ვენახით განთქმული, მაგრამ კახეთის განსაკუთრებულად რბილი ჰავა, საუცხოოდ შეზავებული მიკროკლიმატი და ნიადაგი, იძლევა უმაღლესი ჯიშის ყურძნის მოყვანისა და ღვინოში ჭეშმარიტების ძიების შესაძლებლობას.
კახეთში განსაკუთრებული წინანდალია, ამიტომაც ამ უნიკალურ მიკროზონაში ქართული ღვინო კიდევ უფრო გაივსო და ძიების ტრადიციები გამრავალფეროვნდა. ქართული ღვინის სიყვარულითა და ერთგულებით ცნობილი თამადის, გარსევან ჭავჭავაძის მეღვინეები კახეთის სხვადასხვა მიკროზინაში მოწეული მოსავლიდან სხვაადსხვა არომატის ღვინოს აყენებდნენ. გლეხის ზრუნვამ და სიყვარულმა ღვინოს უბრალოება, თავადურმა დახვეწილობამ კი ღვინოს დიდებულება შემატა და შემოქმედებად იქცა. ამიტომაც არის განსაკუთრებული ქართული ღვინო - უბრალო და დიდებული.
მე -19 საუკუნეში .გარსევანის მემკვიდეების მამულებში ,თელიანის ველზე კახელმა გლეხებმა ბორდოდან ჩამოტანილი კაბერნეს ჯიშის ყურძენი დარგეს. წინანდლის სათავადოში ღვინის ძიებამ ახალი შედეგი - კაბერნე თელიანიდან - გამოიღო. აქ მოწეულმა მოსავალმა საქვეყნოდ გაუთქვა ქართულ ღვინოს სახელი. ქართული ღვინის უნიკალურობის აღიარების გამო ამავე საუკუნეში იმპერატორის ბრძანებით წინანდალში ორსართუსლიანი, 150 ათას ვედროიანი ღვინის მარანი აშენდა. ამ მარანში დღემდე ინახება ქართული და ქართულ-ფრანგული ბოთლში ჩამოსხმული ღვინოები და ქართული ბრენდი.
ქართველი მეღვინე დღესას ჭეშმარიტების ძიებაშია... დღეს გარსევან ჭავჭავაძის მამულებში, კომპანია თელიანი ველის ვენახებია გაშენებული. კომპანია ცდილობს გააგრძელოს ღვინის ძიების ტრადიცია და მომხმარებელს უძველესი ჯიშებისგან მოწეული, ტრადიციული და ქართულ - ევროპული ტექნლოგიებით დამზადებული ღვინო შესთავაზოს, გაუზიაროს მსოფლიოს ქართული ღვინის სახელი და მადლი.
თელიანი ველის კახელი მეღვინე სვიმონ მეგუთნიშვილი დღემდე ინახავს ღვინის კეთების ქართულ ტრადიციას, და მიყვება ქართული ღვინის გზას.
თელიანი ველი არის ღვინო რომელიც გიყვება, ღვინო, რომელიც მოგყვება ტრადიციებით და არომატით, ამიტომაც ეძიე და მოყევი ღვინოს!

JSC Teliani Valley was founded in 1997 on the basis of “Teliani Winery of Vintage Wines”, which was built in 19th century in Tsinandali, in the neighborhood of Teliani’s vineyards. Tsinandali, due to peculiarities of its soil and microclimate, has always been the center of Georgian viticulture. Here in 1886-1887, at the place of the old wine cellar and winery of Prince Alexander Chavchavadze, a two-storey, 150 thousand-bucket winery was built by the decree of the Russian Emperor’s brother Michael Romanov. In 1891 Mossano, French winemaker from Bordeaux was invited to this cellar.

Mossano worked in Georgia for 9 years. He was first who introduced the European wine making technologies to Georgia from local vines. With his initiative various French grape species were brought to Georgia and cultivated. From all the foreign varieties Cabernet-Sauvignon, cultivated on Teliani Valley appeared to be the best. Mossano made Teliani wine from this grape. He send the first bottle to Emperor in Petersburg. The bottle had white paper attached saying “Cabernet-Sauvignon, From Teliani Valley 1893, Antoin Mossano”.

Emperor’s surrounding liked the wine very much. It was Mossano and wine Teliani, that made famous this small Valley situated on the fertile land of Kakheti. One can find Teliani and other Georgian-French wines and brandy of different harvests in old cellar of Tsinandali…

More than a century has passed from the first harvest of Teliani, legend about Mossano has faded away, however, one thing has remain unchanged, this is Teliani Valley, under the name of which Georgian wine has been produced for more than a century.

Just Wine partners with the finest bars, restaurants, wineries and retailers from around the world!